შპს "როუდტექ ჯორჯია" საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დასაწყისიდან ოპერირებს. კომპანია ახორციელებს საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის, მეტწილად, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს.
აღნიშნული მიზნით, კომპანიაში დასაქმებულია 20-მდე პროფესიონალი, რომელთა სამუშაო გამოცდილება 5-დან 20 წლამდე მერყეობს. დასაქმებულებს შორის არიან გამოცდილი ასფალტის დამგების ოპერატორები, სატკეპნის ოპერატორები, ხელით შესასრულებელი სამუშაოს სპეციალისტები, ისევე, როგორც ზედამხედველები და პროექტების მენეჯერი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას საკუთრებაში გააჩნია მაღალი ხარისხის ასფალტის დამგები ნაკრები, დაკომპლექტებული Vogel-ის ფირმის 6-მეტრი სიგანის ასფალტის დამგებით (Vögele Super 1800-2), HAMM-ის წარმოების დიდი (HAMM DV + 90I VO) და პატარა (HAMM HD 14 VO) ვალციანი სატკეპნითა და ამავე წარმოების პნევმატური სატკეპნით (Hamm HP 280).
კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფს საწვავის მობილური ავზით ტექნიკის მომარაგებას, ტექნიკის ადგილზე შეკეთებასა და მომსახურებას. ასევე, კომპანიის საკუთრებაში არსებული მისაბმელიანი სატვირთო (ე.წ. "ლაფეტი") უზრუნველყოფს ტექნიკის ტრანსპორტირებას.
მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში, შპს "როუდტექ ჯორჯიას" მიერ შესრულდა ასფალტის მოწყობის სამუშაოები შემდეგ ძირითად ლოკაციებზე: ბაკურციხე-წნორის მაგისტრალი, 16.5 კმ; საგარეჯოს შემოვლითი გზა - ცალკეული ასფალტის საფარიანი მონაკვეთები, მათ შორის, ხიდები, დაერთებები; საგზაო სამუშაოები თბილისში, რ. გრიგორაშვილის ქუჩაზე; "ლისი ტოპოგრაფის" კერძო უბნის შიდა საუბნო გზის საფარის მოწყობა. პროექტების ნაწილი გაგრძელდა 2025 წელს.
ამდენად, შპს "როუდტექ ჯორჯია" ახორციელებს როგორც კერძო, ისე საჯარო პროექტებს და მისი მომსახურების არეალი მოიცავს როგორც შიდა საუბნო გზების ასფალტით მოპირკეთებას, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალების მოწყობას..
ჩვენ ვახორციელებთ საგზაო მშენებლობას ყველა საერთაშორისო სტანდარტითა და იმგვარი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მდგრადობასა და საიმედოობას.
ჩვენ მიერ ასფალტის საფარის მოწყობა ხდება პროფესიონალურად, მაღალ დონეზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო მოძრაობას.
ჩვენ ვგეგმავთ, ვახორციელებთ, ვზედამხედველობთ და ვმართავთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმგვარად, რომ მიღწეული იყოს მაქსიმალური ეფექტურობა და ეფექტიანობა.
როდესაც საჭიროება მოითხოვს, ჩვენი მექანიკოსების ჯგუფი მზად არის ტექნიკის მოკლე დროში და სამშენებლო მოედანზევე უზრუნველყოს მომსახურება და …
ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფს ჩვენივე საგზაო ტექნიკის სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც სამშენებლო მოედნამდე, ისე სამშენებლო მოედნის შიგნით რელოკაციას.
„როუდტექ ჯორჯია“ მიზნად ისახავს უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ყველა პროექტში. ჩვენი გუნდი მუშაობს სწრაფად, ეფექტურად და საიმედოდ, რათა უზრუნველყოს თითოეული პროექტის სრულყოფილი შედეგი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა უზრუნველვყოთ პროექტების დროული ხარისხიანი შესრულება.