თელეთი–ტაბახმელას დამაკავშირებელი გზა

თელეთი–ტაბახმელას დამაკავშირებელი გზა

კომპანია „როუდტექ ჯორჯიამ“ თელეთი–ტაბახმელას დამაკავშირებელი გზის 5.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები განახორციელა პოლიმერ-მოდიფიცირებული ბიტუმის (PMB) გამოყენებით.

პროექტი გამოირჩევა როგორც რთული რელიეფური პირობებით, ისე გამოყენებული ტექნოლოგიით, რომელიც სამუშაოების შესრულების მაღალ სიზუსტეს, მკაცრ ხარისხობრივ კონტროლსა და პროცესების ეფექტიან ორგანიზებას მოითხოვს.

სტანდარტული ასფალტ-ბეტონისგან განსხვავებით, PMB-ის გამოყენებით საგზაო საფარის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ დისციპლინას საჭიროებს წარმოების, ტრანსპორტირების, დაგებისა და ტკეპნის თითოეულ ეტაპზე.

ამასთან, აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს საფარის გაუმჯობესებულ საექსპლუატაციო მახასიათებლებს, მათ შორის:

  • დეფორმაციებისადმი მაღალ მდგრადობას და ბორბლების ნაკვალევის წარმოქმნის შემცირებულ რისკს;
  • ბზარების წარმოქმნისადმი გაუმჯობესებულ მედეგობას, განსაკუთრებით ტემპერატურული ცვალებადობის პირობებში;
  • დინამიკური და ინტენსიური სატრანსპორტო დატვირთვებისადმი უკეთეს გამძლეობას;
  • საგზაო საფარის გაზრდილ ხანგამძლეობასა და საექსპლუატაციო საიმედოობას, სათანადო პროექტირებისა და შესრულების პირობებში.

რთული რელიეფისა და ტექნოლოგიური მოთხოვნების მიუხედავად, „როუდტექ ჯორჯიამ“ წარმატებით განახორციელა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.

ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ გზის მშენებლობა არ არის — ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ხარისხზე ორიენტირებული მუშაობა და გრძელვადიანი შედეგის შექმნა.

გალერეა